სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 694
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016975
  • Word
694
15/04/2014
ვებგვერდი, 25/04/2014
000000000.00.003.016975
სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოსმთავრობის

განკარგულება694

2014 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ (საიდენტიფიკაციო კოდი : 215080999) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 18 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : №04.01.07.693) .   

2.    ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს გადაცემულ ქონებაზე 2014 წლის 1 ივნისამდე ლითონის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის საყრდენის მოწყობა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით ,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                      ი . ღარიბაშვილი