დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 693 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016973 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №693
2014 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) მამული მამულაშვილის (პ/ნ 01011049175) საკუთრებაში არსებულ 5977.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქობულეთი, სოფელი ჭახათი, საკადასტრო კოდი − 20.41.04.004, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) პლატონ ფხალაძის (პ/ნ 01008000560) საკუთრებაში არსებულ 50.00 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქობულეთი, სოფელი ჭახათი,საკადასტრო კოდი – 20.41.03.013, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები