„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 663
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016972
663
11/04/2014
ვებგვერდი, 25/04/2014
000000000.00.003.016972
„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №663

2014 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს მომლაპარაკებელთა ჯგუფს შემდეგი შემადგენლობით:

გენადი არველაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი; მანვე უზრუნველყოს „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების პროცესის საერთო ხელმძღვანელობა და წარმართვა;

ნინო ქაჯაია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი;

მარიამ გოცირიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი;

სოფიო კუპრაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ანა სიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი;

მანანა ტეტელოშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

პრემიერ-მინისტრი                                                   ი. ღარიბაშვილი