2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე

  • Word
2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 692
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016971
  • Word
692
14/04/2014
ვებგვერდი, 25/04/2014
000000000.00.003.016971
2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 692

2014 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე

„საქართველოს  მთავრობის  სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“, „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მიმდინარე წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ იგეგმება   განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის შემდეგი პროექტების განხორციელება:

ა) მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“;

ბ) ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი;

გ) მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში;

დ) სსიპ - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ სპექტაკლის „ცხოველების ფერმა“ დადგმა და გასტროლები დიდ ბრიტანეთში (რეჟისორი - გაი მასტერსონი);

ე) ქართული კულტურის პრეზენტაცია ქ. ბერლინში, პროექტით - „საქართველო ევროპის ნაწილია“;

ვ) საქართველოს მწერალთა სახლის რეაბილიტაცია;

ზ) ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“.

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეისწავლოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზანშეწონილობა და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმები და დაფინანსებასთან დაკავშირებული წინადადებები განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ღონისძიებების შესასრულებლად საჭირო ფინანსური სახსრების მო­ძიება  განხორციელდება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და შესაბამისი  უწყების წლიური საბი­უჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                         .  ღარიბაშვილი