დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წყალმომარაგების ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 687 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016965 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №687
2014 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წყალმომარაგების ღონისძიებების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების მომსახურების შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განხორციელების შესახებ.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა განახორციელონ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ინიციატივის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებები.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა უზრუნველყონ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წყალმომარაგების სექტორში არსებული დონორი ორგანიზაციების ინფორმირება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ინიციატივის შესახებ და მათ მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების შემდგომში გაგრძელების დადასტურება.
4. ეთხოვოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინიციატივის შესრულებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2014 წლის 30 მაისამდე წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ინფორმაცია ამ განკარგულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები