,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016169
16
17/04/2014
ვებგვერდი, 25/04/2014
040030000.32.057.016169
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2014 წლის 17 აპრილი

ქ. ბათუმი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დად­გე­ნი­ლებასა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016092) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 21 (ოცდაერთი) საშტატო  ერთეულით.“;

ბ) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

  ,,ა) ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ცენტრის ბალანს­ზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, ცენტრში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ცენტრის საქმიანობის სამართ­ლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში პოლიტიკის წარმართვა, ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება.“;

გ) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:

,,ა1) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება და საფინანსო უზრუნ-ველყოფა, ბალანსის მომზადება, ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი და სხვა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე