„საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 06 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 06 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 24/04/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016208
12
24/04/2014
ვებგვერდი, 24/04/2014
010250020.35.132.016208
„საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 06 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №12

2014 წლის 24 აპრილი

ქ. ბათუმი


 

„საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 06 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესა­ბა­მი­სად, თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. „საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 06 აგვისტოს №46 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შავშეთისა და ბაქოს ქუჩების გადაკვეთიდან იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსე­ბუ­ლ წრიულამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხა­რეს, იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსე­ბუ­ლი წრიუ­ლი­დ­ან ალექსანდრე გრიბოე­დო­ვის ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ილია ჭავ­ჭა­ვაძისა და ალექსანდრე გრი­ბ­ოედოვის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩისა და მისი გაგრძელების წარმოსახვი­თი ხაზის გავლით შავი ზღვის სანაპირომდე ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს, აღნი­შნ­უ­ლი ადგილიდან ზღვის სანაპიროს გავლით შავშეთის ქუჩის გაგრძელების წარმოსახ­ვ­ით ხაზთან გადაკვეთამდე ზღვის სანაპიროს ჩათვლით და აღნიშნული ადგილიდან წარ­მოსახვითი ხაზის შავშეთის ქუჩასთან შეერ­თე­ბამ­დე მოქცეულ ტერიტორიულ ზონაში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე, გარდა საარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის, საარჩევნო პერიოდში თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრუ­ლე­ბელი ორგანოს თანხმობით განთავსებული დროებითი ნაგებობებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, სადაც განთავსებულია საარჩევნო სუბიექტების ოფისები (ტექსტური ნაწი­ლი);“.

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

„31. დადგენილების მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობების ფანჯ­რების, ვიტრაჟებისა და სხვა ღიობების მინების შიდა მხრიდან პლაკატების განთავსებაზე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი