დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 308 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090000.10.003.017928 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, 2007წ., მუხლი 35) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის თანდართული წესი და პრინციპები.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“: ა) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება წარმოეშობა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილება, 9 აპრილის დარბევის მოწმობა და სხვ.) არსებობის შემთხვევაში, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე.“; ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირებისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წარმოებული ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონული ბაზის მონაცემები, რომლებიც სააგენტოს მიეწოდება შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.“; გ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ამ წესის მე-4 მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში 2014 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2014 წლის 1 ივნისამდე წარდგენის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურება განხორციელდება 2014 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ არა უადრეს უფლების წარმოშობის მომდევნო თვისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 14 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები