დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016171 |
|
„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: |
მუხლი 8. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა.ა. საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილებას; ა.ბ. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებას; ა.გ. სოციალურ საკითხთა განყოფილებას; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც მოიცავს: ბ.ა. საბიუჯეტო-საგეგმო განყოფილებას; ბ.ბ. ადგილობრივი ფინანსების მართვისა და ხაზინის განყოფილებას; ბ.გ. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას; ბ.დ. მატერიალურ - ტექნიკური მომსახურების განყოფილებას. ბ.ე. ადგილობრივი შესყიდვების განყოფილებას. გ) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც მოიცავს: გ.ა. კულტურის განყოფილებას; გ.ბ. განათლების განყოფილებას. გ.გ. ძეგლთა დაცვის განყოფილებას; დ) ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს: დ.ა. ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა - პატრონობის განყოფილებას; დ.ბ. ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებას ე) იურიდიული სამსახური; ვ) ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური; ზ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; თ) ზედამხედველობის სამსახური; ი) შიდა აუდიტის სამსახური; კ) ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური; ლ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; მ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები