„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/04/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.106.016105
6
23/04/2014
ვებგვერდი, 25/04/2014
140060000.35.106.016105
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

       ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2014 წლის 23 აპრილი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N30 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი 110307108, 21.03.2011 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 140060000.35.106.016023) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ხანძრების ქრობისა და სამაშველო ოპერაციებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე’’;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

ა) ადმინისტრირების განყოფილება;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილება;

გ) სამაშველო განყოფილება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. ადმინისტრირების განყოფილება

ადმინისტრირების განყოფილება

ა) უზრუნველყოფს სამსახურში ერთიან საქმისწარმოებას, აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებს, უზრუნველყოფს კადრების აღრიცხვას, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, მათი სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან  გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის აღრიცხვას;

ბ) უზრუნველყოფს ხანძრების, სამაშველო ოპერაციების, ტექნოგენური სიტუაციების, მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას, საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ მონაცემების შეკრებას, ზუსტ ანალიზსა და შეფასებას;

გ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს:

გ.ა) სამსახურის ფუნქციების და უფლებების შესრულების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნას, დამუშავებას და შესაბამის სტრუქტურაში დადგენილ ვადებში და ფორმით წარდგენას;

გ.ბ) სახანძრო-ხანძარსაწინაღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების აღრიცხვას;

გ.გ) სახელმწიფო ობიექტებზე, ხანძარსაწინაღმდეგო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება-შემოწმებას, მათ შორის განსაკუთრებული და სარეჟიმო ობიექტებზე:

გ.გ.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტები;

გ.გ.ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტები;

გ.გ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ობიექტები;

გ.გ.დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ობიექტები.

დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ობიექტებზე (ეროვნულ-მეურნეობებზე) ხანძრის ქრობის ოპერატიული გეგმების, ოპერატიული ბარათების და გეგმის შედგენა-კონტროლს;

ე) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის პროფესიულ მომზადებას და სწავლებას;

ვ) აკონტროლებს ხანძრებზე და სამაშველო ოპერაციებში პირადი შემადგენლობის მონაწილეობის მზადყოფნას;

ზ) რეაგირებს სახანძრო და სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე, კოორდინირებას უწევს და უზრუნველყოფს შესაბამისი ჯგუფის ოპერატიულ გასვლას შემთხვევის ადგილზე;

თ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაციის მდგომარეობას;

ი) აანალიზებს სამსახურის მუშაობის შედეგებს, ამზადებს წინადადებებს და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისთვის;

კ) ახორციელებს ხანძრის ქრობაში, სამაშველო ღონისძიებებში მონაწილე ყველა ფორმირების ოპერატიულ მართვას;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.’’.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ქარდავა