დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრზე, მდინარე გლდანულაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 417 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 07/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №417
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრზე, მდინარე გლდანულაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრზე, მდინარე გლდანულაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა, მისი სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება და ზარალის კომპენსაცია სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სათანადო დასკვნების საფუძველზე.
2. მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და ზარალის კომპენსაცია განხორციელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები