დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23/2014 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 19/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016140 |
23/2014
19/04/2014
ვებგვერდი, 19/04/2014
010210010.15.008.016140
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საოლქო და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე, განცხადებით უნდა მიემართოს იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერაც იქნა რეგისტრაციაში გატარებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული განცხადება, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს წარედგინება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი შინაარსითა და ვადებში. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, წარდგენილი განცხადება, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ განიხილება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი შესაბამისი წესით. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები