„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2014
ძალაში შესვლის თარიღი 24/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016633
118
17/04/2014
ვებგვერდი, 22/04/2014
010320040.22.033.016633
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №118

2014 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებით  (ვებგვერდი, 05.11.2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.016585) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს  ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის  211 მუხლი:

„მუხლი 211. საბაჟო პოლიტიკის სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შესაბამისი სპეციალობით

მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

4. სპეციალისტი:

 ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2014 წლის 24 აპრილიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური