დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 302 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.017922 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2013, 470030000.10.003.017338) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საავტომობილო გზებზე შესასრულებელი საგზაო სამუშაოები იყოფა შემდეგ სახეობებად: მიმდინარე შეკეთება, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, მშენებლობა და სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია (შემდგომში - საგზაო სამუშაოები).“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. განმარტება წინამდებარე თავში მოცემულია მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის საგზაო სამუშაოების სახეობებისათვის გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალი; რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის და მშენებლობის დროს შესასრულებელი სამუშოების სრულყოფილი ჩამონათვალი დგინდება სათანადო საპროექტო დოკუმენტაციაში, ხოლო სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება დაზიანებული მიწის ვაკისის, სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების და სხვათა კაპიტალური ან დროებითი აღდგენის ან/და პრევენციული ღონისძიებების გატარებით. საგზაო სამუშაოები ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული მოცულობების ან საბოლოოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით, ხოლო სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისას - ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საავტომობილო გზებზე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია 1. სტიქიურ და სხვა ფორსმაჟორულ მოვლენებად ითვლება წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, შვავი, ზვავი, მიწისძვრა, ავარია და სხვა, რომლებიც მიწის ვაკისს და საგზაო ნაგებობებს მიაყენებს მნიშვნელოვან დაზიანებებს, რის გამოც ირღვევა მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები, წესდება მოძრაობის ორგანიზაციის შეზღუდული რეჟიმი ან საჭირო ხდება გზის ფაქტობრივი დაკეტვა. 2. საავტომობილო გზებზე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება დაზიანებული მიწის ვაკისის, სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების და სხვათა კაპიტალური ან დროებითი აღდგენის ღონისძიებების გატარებით. სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია, განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები. სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისას, საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა სახის საგზაო სამუშაოები. 3. საავტომობილო გზებზე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისას, საგზაო სამუშაოები, საჭიროებისამებრ, ხორციელდება საბოლოოდ დამუშავებული პროექტის ან ფაქტობრივად შესრულებული მოცულობების მიხედვით, ან პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები