დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლებისათვის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში ხმის მიცემის საყოველთაო უფლების რეალიზების მიზნით საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/2014 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240000.15.008.016136 |
19/2014
16/04/2014
ვებგვერდი, 17/04/2014
010240000.15.008.016136
ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლებისათვის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში ხმის მიცემის საყოველთაო უფლების რეალიზების მიზნით საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიებში შეჰყავთ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ის პირები, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის (2014 წლის 15 ივნისი) მოთავსებული იქნებიან დროებითი მოთავსების იზოლატორებში (შემდგომში – იზოლატორი). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ პირთა სიას (სახელის, გვარის, მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა (11 ივნისი). ამ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისათვის პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს და რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის (განყოფილების) ხელმძღვანელი პირი, რაც დასტურდება სიაზე მისი ხელმოწერით. |
| მუხლი 3 |
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ორგანოს მიერ მოწოდებული სიისა და მე-4 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (12 ივნისი) ადგენენ და განკარგულებით ამტკიცებენ ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს და გადასცემენ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს. სიაში შეყვანილი ამომრჩევლების გასწვრივ, შესაბამისი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა „იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში” და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლები შედიან იმ საუბნო საარჩევნო კომისიის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რომლის საზღვრებშიც არის მოქცეული იზოლატორის შენობები. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება „გადასატანი ყუთი“, ასევე მათი სიაში შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები ხმას აძლევენ შესაბამისი საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით შემდეგი წესის შესაბამისად:
ა) ამომრჩეველი მონაწილეობს თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში, თუ მისი მუდმივი რეგისტრაციის მისამართი და იზოლატორის შენობის მისამართი ერთი და იგივე საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ბ) ამომრჩეველი მონაწილეობს საკრებულოს მაჟორიტარული წესით ჩასატარებელ არჩევნებში, თუ მისი მუდმივი რეგისტრაციის მისამართი და იზოლატორის შენობის მისამართი ერთი და იგივე ადგილობრივ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. |
| მუხლი 5 |
ეთხოვოს მთავარ სამმართველოს, უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები პირების დაშვება იზოლატორებში და ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობა. |
| მუხლი 6 |
ეთხოვოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ პირებს, იზოლატორში მისვლისას თან იქონიონ მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
| მუხლი 7 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 8 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები