დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/2014 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 001024000.15.008.016135 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/04/2014 - 17/04/2014)
|
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 116-ე მუხლის მე-3, მე-7 და მე-10 პუნქტების შესაბამისად: ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით, ამომრჩეველთა 5-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შეაგროვოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. აღნიშნული ხელმოწერები უნდა წარედგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს.
ამავდროულად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 144-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა. კანონის აღნიშნული ნორმა, ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 116-ე მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და შესაბამისად შეუძლებელია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის (კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღე) დაცვა, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისათვის რეგისტრაციის გასატარებლად საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის მიმართვის ნაწილში. ამასთანავე, კანონით დარეგულირებული არ არის კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, მხარდამჭერთა სიების კომისიაში წარდგენის, მისი შემოწმებისა და კანდიდატის რეგისტრაციის შესაბამისი ვადები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციისათვის და კანდიდატის წარდგენის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადად დადგინდეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 116-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღის ჩათვლით. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები