სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 645
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016961
  • Word
645
10/04/2014
ვებგვერდი, 17/04/2014
000000000.00.003.016961
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №645

 2014 წლის 10 აპრილი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, ლარნაკას ქ. №7-ში მდებარე 1654.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 04.01.03.732) და 1489.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 04.01.03.733) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 166 000 (ას სამოცდაექვსი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „აისბერგ ფოთს“ (ს/კ: 404879985).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სასაწყობე-ლოჯისტიკური ცენტრის, კერძოდ, 900 კვ.მ ფართობის სათავსის მოწყობა, ტევადობით – 2000 ტონა. აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანა და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება არა უგვიანეს 2015 წლის 1 მარტამდე;

გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასაწყობე-ლოჯისტიკურ ცენტრში, 2015 წლის 1 მარტიდან, 2 წლის ვადით, არანაკლებ 15 ადამიანის დასაქმება.

3. შპს „აისბერგ ფოთი“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს სამი თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     ირაკლი ღარიბაშვილი