საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 644
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016960
  • Word
644
10/04/2014
ვებგვერდი, 17/04/2014
000000000.00.003.016960
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №644

 2014 წლის 10 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე

  1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის №1965 განკარგულებით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 (კვარიათი-სარფის) მონაკვეთის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ) აღდგენა-გამაგრების და ქვის ცვენისაგან დაცვის და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით, გამოყოფილი 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი სრულად იქნა ათვისებული.

   2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის №1965 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამატებით გამოუყოს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.

       

პრემიერ-მინისტრი                                                     ირაკლი ღარიბაშვილი