დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 643 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016959 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №643
2014 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებით შეიქმნა ეკონომიკური საბჭო;
ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო;
გ) ეკონომიკური და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოების ხარჯების დაფინანსება 2014 წელს ხორციელდება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის, ეკონომიკური და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები