დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2014/04/16-1 |
| დოკუმენტის მიმღები | სს "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა" |
| მიღების თარიღი | 16/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ლიბერთი თაუერი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74, მე-9 სართული.
დღის წესრიგი:
1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ მიერ შპს „მტკვარი ჰესის“ წილის 100%-ის გაყიდვის შესახებ;
2. სხვა მიმდინარე საკითხები.
დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2014 წლის 5 მაისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა 2014 წლის 15 მაისის რიგგარეშე საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2013 წლის 14 აპრილის (საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2014 წლის 5 მაისიდან 2014 წლის 14 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, სართ. 2.
გიორგი რუსიტაშვილი
გენერალური დირექტორი
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები