„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017918
298
16/04/2014
ვებგვერდი, 16/04/2014
010220020.10.003.017918
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №298

2014 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013  წლის  18 აპრილის №83 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2013, 010220020.10.003.017247) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის დებულების“  მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. კომისია უფლებამოსილია დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლისა და ექვსი თვის ვადაში განიხილოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები:

ა) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა გამომწვევი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, (შეთანხმებების) შესაბამისად წარმოებული შესყიდვების თაობაზე გაფორმებული  ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გახანგრძლივების, ხელ­­შე­კ­­­რუ­­­­­ლე­­­ბით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია‑საურავების დარიცხვის ან ამოღების ღონისძიებათა შეჩერების, მათი განაკვეთის შემცირების ან გადახდის გადავადების თაობაზე;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე  შეწყვეტის, მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ახალი ვადის დაწესების, ხელშეკრულებაში და/ან საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის, არსებულ მომწოდებელთან შეთანხმებით მისი სხვა მომწოდებლით ჩანაცვლების, აგრეთვე, დამტკიცებული პროექტით და/ან შესაბამისი ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი, მაგრამ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოების (საქონლის, მომსახურების) ღირებულების ანაზღაურების მიზანშეწონილობის თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი