დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016635 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხლი 545) დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს წესი ვრცელდება სამსახურის სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული) თანამშრომლებზე (გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი).“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ ბრძანების მიზნებისათვის სამსახურში მიღება გულისხმობს სამსახურის სისტემაში მუშაობის დაწყებას.“. 3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამსახურში მიიღება პირი, რომელიც: ა) არის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და გააჩნია სათანადო ცოდნა; ბ) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას; გ) აკმაყოფილებს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)“. 4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს.“. 6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. კონკურსი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურში პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის წესით. 2. სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით.“. 7. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები