„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 14/04/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016207
11
14/04/2014
ვებგვერდი, 17/04/2014
010260020.35.132.016207
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 14 აპრილი

ქ. ბათუმი


 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგე­გ­­მარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბა­თ­უმის საკრებუ­ლოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში (სსმ V, №65, 17.12.2010, მუხ.1952) შეტანილ იქნეს ცვლილებები და  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 7. სამსახურის უფროსის მოადგილეები და მისი უფლებამოსილებები

  1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში – უფროსის მოადგილე).

 2. უფროსის მოადგილეებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მერი. მოადგილეებს შორის ფუნქციამოვალეობებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

  3. უფროსის მოადგილეები:

ა) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევენ უფროსის მიერ განსაზღვრული განყოფილებების საქმიანობას;

ბ) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციე­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათა­ვისუფლებისას ქ. ბათუმის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ-ერთი მოადგილე ასრუ­ლებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;

გ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ხელწერით ადასტურებენ სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად;

დ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულე­ბენ მერის  და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ე) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწი­ნებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

  4. უფროსის მოადგილეების მიერ წინამდებარე დებულების მე-7 მუხლის  მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმიანობის კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განხორ­ციელება გულისხმობს:

ა) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვედანაყოფის საკად­რო საკითხებთან დაკავშირებით, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალი­სები­სა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამ­სახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლი­ნებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორგა­ნიზებისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამ­სახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას;

დ) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტროლს;

ე) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული საკითხების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას;

ვ) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვედა­ნაყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქალაქ ბა­თუ­მის მერის, მერის მოადგილის, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერი­ტორიული ორგანოებისათვის კონსულტაციების გაწევას;

5. უფროსის მოადგილეები მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

6. უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

7. უფროსის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი