დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 637 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016955 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №637
2014 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. დაკისრებული სახელმწიფოებრივი ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო ავტომანქანების შეზღუდულ ვადებში შესაძენად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სამი ერთეული ავტომანქანის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.
2. „გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სამი ერთეული ავტომანქანის შესყიდვა განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორების წესით, საბანკო გარანტიის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები