სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 661
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016954
  • Word
661
10/04/2014
ვებგვერდი, 17/04/2014
000000000.00.003.016954
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 661

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს ,,ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიზაბავრას ტერიტორიაზე არსებული 4 (ოთხი) ერთეული (ჯამში - 30.4063 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მათ შორის: 83210 კვ.მ ,,გომები“ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 60.11.31.065); 29359 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 60.11.31.071); 135341 კვ.მ ,,გომები“ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 60.11.31.073); 56153 კვ.მ ,,გომები“ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 60.11.31.075) მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 10 000 (ათი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,ტერასას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 424068181).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში:

ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე არსებული ტერასების აღდგენა;

ბ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობა;

ბ.გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე ვენახის (მათ შორის, მესხური ჯიში) გაშენება;

ბ.დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 2 (ორი) ერთეული მესხური სტილის მარნის მშენებლობა;

გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, ერთჯერადად, არანაკლებ 150 ადგილობრივი მკვიდრის დასაქმება.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ტერასამ“ უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის მოქმედების ვადაც 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                        . ღარიბაშვილი