„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „დემეტრა გ.ს.“- სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მაისის №23/05/02 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „დემეტრა გ.ს.“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 656
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016947
  • Word
656
10/04/2014
ვებგვერდი, 17/04/2014
000000000.00.003.016947
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „დემეტრა გ.ს.“- სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მაისის №23/05/02 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „დემეტრა გ.ს.“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 656

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „დემეტრა გ.ს.“- სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მაისის 23/05/02 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „დემეტრა გ.ს.“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის 1037- Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „დემეტრა გ.ს.“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მაისის 23/05/02 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

,,შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „დემეტრა გ.ს.“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მაისის 23/05/02 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ან/და ქონების ნაწილზე ზეთისხილის პლანტაციის გაშენება და მარცვლოვანი კულტურის წარმოება ;.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „დემეტრა გ.ს.“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „დემეტრა გ.ს.“-ს შორის 2012 წლის 5 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.2 მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ , ამ განკარგულების შესრულების მიზნით , განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი              ი . ღარიბაშვილი