დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონების გრანტის სახით გაცემისა და ამ მიზნით გასაფორმებელი „საგრანტო ხელშეკრულების“ პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 634 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016945 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №634
2014 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონების გრანტის სახით გაცემისა და ამ მიზნით გასაფორმებელი „საგრანტო ხელშეკრულების“ პროექტის მოწონების თაობაზე
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-4 და მე-5 მუხლებისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების 11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, გრანტის სახით გაიცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შემდეგი მოძრავი ქონება და ინვენტარი:
| № | დასახელება | ზომის - ერთეული | რაოდე-ნობა | ერთ. ფასი (ლარებში) | თანხა |
| 1 | საოპერაციო საველე მაგიდა | ცალი | 1 | 150,00 | 150,00 |
| 2 | საოპერაციო ნაკრები | ცალი | 1 | 90,00 | 90,00 |
| 3 | პოლიკლინიკური ნაკრები | ცალი | 2 | 100,00 | 200,00 |
| 4 | პულსოქსიმეტრი (KTPS – 01) | ცალი | 1 | 495,80 | 495,80 |
| 5 | „ISUZU NOVO“ მოდელის ავტომობილი (გამოშვების წელი 2012, საიდენტიფიკაციო ნომერი NNAMOLVLN02000067, სარეგისტრაციო ნომერი JKJ-051), მობილური სტომატოლოგიური კაბინეტით | ცალი | 1 | 151330,00 | 151330,00 |
2. გრანტის მიმღებად განისაზღვროს საერთაშორისო ორგანიზაცია – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, წარმოდგენილი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „დიალოგის საკოორდინაციო მექანიზმის“ პროექტის სახით.
3. გრანტის მიზანია აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება.
4. მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაფორმებელი „საგრანტო ხელშეკრულების“ პროექტი. ამასთან, ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან დააკორექტირონ ხელშეკრულების პროექტი საჭიროების მიხედვით, საქართველოს მთავრობასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე, თუ მისი შინაარსი არ უკავშირდება გრანტის (დახმარების) მახასიათებლების ცვლილებას.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები