დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრო¬ბის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 651 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016941 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №651
2014 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ჩინეთში მსოფლიოს ზაფხულის მეორე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, აზერბაიჯანში ევროპის ზაფხულის პირველ თამაშებსა და ავსტრიაში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი, ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის გადასაცემად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გამოყოფა განახორციელოს ეტაპობრივად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ თითოეული ღონისძიების შესახებ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები