დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.103.016113 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/04/2014 - 10/09/2014)
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ შესაბამისად |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება
|
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური
სამსახურის ფუნქციები მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
ა) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონსულტაციბის გაწევას სატენდერო კომისიის წევრებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფომაციის და სხვა მასალების მომზადებას, მათ დრულად წარდგენას სააგენტოში; დ) სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებას, მასალების მომზადებას; ე) სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ან/და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და კონკურსის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას; ვ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის, მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტების მომზადებას; ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებას; თ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; ი) კონკურსისა და ტენდერის შესახებ განცხადებების მომზადებას და გამოქვეყნებას; კ) მუნიციპალიტეტის სატენდერო და საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ლ) შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; მ) შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას; ნ) შესყიდვის პროცესის კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას; ო) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას; პ) კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას; ჟ) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელებას; რ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა–გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან; ს) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობას; ტ) მოქმედი კანონმდებლობიღთა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: დაგეგმვის, აღრიცხვის და ანალიზის განყოფილება, რომელიც თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა) „სახელმწიფო შედყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას; ბ) სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას; გ) სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ან/ და გამარტივებილი ელექტრონული ტენდერის და კონკურსის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას; დ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის, მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტების მომზადებას; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებას; ვ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; ზ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთა დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი აქტებით მისთვის მინიჭებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი მუხლი 4. სამსახურის უფროსი
მუხლი 5. განყოფილებს უფროსი განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე; გ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთნებულ დოკუმენტებს . ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამსახურეობრივ ამოცანებსა და უფლება–მოვალეობებს; დ) განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე; ე) სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი. მუხლი 6. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
მუხლი 7. სამსახურის მოხელე ვალდებულია
დასკვნითი დებულებანი მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები