ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთ ერთმანდატიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მხარდამჭერთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური რაოდენობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17/2014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016134
17/2014
15/04/2014
ვებგვერდი, 15/04/2014
010240000.15.008.016134
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთ ერთმანდატიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მხარდამჭერთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური რაოდენობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №17/2014

2014 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთ ერთმანდატიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მხარდამჭერთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური რაოდენობების განსაზღვრის შესახებ

  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77–ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
იმ ერთმანდატიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებისათვის, რომელთა საზღვრებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ, მხარდამჭერ სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალურ რაოდენობაზე (50 ამომრჩეველი) ნაკლებია, ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხარდამჭერთა სიების ხელმოწერების მინიმალური რაოდენობები, განისაზღვროს ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 10 ამომრჩევლისა).
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე