„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.016090
9
14/04/2014
ვებგვერდი, 15/04/2014
010260020.35.121.016090
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2014 წლის 14 აპრილი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატული აქტების“ შესახებ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად,

 ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის   სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ვანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს  №15  დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2.  სამსახურის სტრუქტურა

  1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან
  2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება.“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს 31 მუხლი

,, მუხლი  31. ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციები:

  1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპენტენციას მიკუთნებულ საკითხებთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა.

2. ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს მიერ მიღებული ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ინსტრუქციის“ შესაბამისად ადგილობრივი მოსაკრებელბის ადმინისტრირება.

3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება კომპენტენციის ფარგლებში.

4. ქუჩების სანიტარული დასუფთავებისათვის, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაუვნელყოფის უზრუნველყოფისა და უმეთვალყურეოდ გაშვებული (დარჩენილი) ცხოველების იზოლაციისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და მათი რეალიზაციის მონიტორინგი.

5. კომპეტენციის ფარგლებში სათანადო ღონისძიებების ჩატარება: ატმოსფეროს დაბინძურების, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნივთიერებების დაწვისას, სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების რეჟიმის დარღვევისას და ქალაქის წარმოება-დაწესებულებებისათვის მიმაგრებული ტერიტორიის მოუვლელობისას შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

6. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.

7. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა.

8. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის,  შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.

მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკობა ძაგნიძე