„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016167
11
14/04/2014
ვებგვერდი, 16/04/2014
010250020.35.119.016167
„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 14 აპრილი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გეცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის # 3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების I თავის, პირველი  მუხლის, 1-ლი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტი:

 „მ. გონებრივი განვითარების   ჩამორჩენილობის მქონე,   ცერებრალური დამლით და ლეიკემიით დაავადებულ პირთა დახმარება;

„ნ. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში  მონაწილე მებრძოლთა დახმარება;

„ო.  მარტოხელა დედათა ერთჯერადი დახმარება.“.

2.  I თავის, პირველი  მუხლის, 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება.“.

3.    დადგენილების  II თავის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება.

1. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვის მეურვემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა სტატუსის შესახებ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

გ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

დ) მეურვის პირადობის ქსეროასლი;

ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.“.

4. დადგენილების II თავს დაემატოს 122-დან 124-ის ჩათვლით მუხლები  შემდეგი შინაარსით:

„122.  გონებრივი განვითარების   ჩამორჩენილობის მქონე,   ცერებრალური დამბლით და ლეიკემიით დაავადებულ პირთა დახმარება

1)  გონებრივი განვითარების   ჩამორჩენილობის მქონე,   ცერებრალური დამბლით და ლეიკემიით დაავადებულ პირთა დახმარება განისაზღვროს 100 ლარის ოდენობითი.

2) დახმარების მისაღებად, დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისმა მეურვემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: 

ა) წერილობითი განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა ინვალიდობის შესახებ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

გ) დახმარების მიმღები (ბენეფიციარის)  პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

დ) მეურვის შემთხვევაში მეურვის პირადობის ქსეროასლი;

ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3.) დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.

„123.  საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში  მონაწილე მებრძოლთა დახმარება

1) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში  მონაწილე მებრძოლთა დახმარება  განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.

2) დახმარების მისაღებად, დახმარების მიმღებმა  ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: 

ა) წერილობითი განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ომის მონაწილის დამადასტურებელი დოკუენტის ქსეროასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3) დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.“.

„124.  მარტოხელა დედათა ერთჯერადი დახმარება

1) დახმარება  განისაზღვროს 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით.

2) დახმარების მისაღებად, მარტოხელა დედამ  ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: 

ა) წერილობითი განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა დედობის შესახებ;

გ) დედის პირადობის მოწმობის ქსეროქსი;

დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3) დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გელენიძე