„საქართველოში ელქტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 300280020.10.003.017911
290
14/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
300280020.10.003.017911
„საქართველოში ელქტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №290

2014 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოში ელქტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ელექტრო­სად­გურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლო­ბის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2013, 300280020.10.003.017381) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსად­გუ­რების მშენებლობის ტე­ქნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლო­ბის, ფლობის და ოპერი­რების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობისას წარმოსადგენი წინასამშენებლო გარანტიის ვადასა და ოდენობას;“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. წინასამშენებლო გარანტია

პირი ვალდებულია ინტერესთა გამოხატვაში მის მიერ წარმოდგენილი განაცხადის, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების და მემორანდუმის პირობების მიხედვით სამშენებლო გარანტიის წარმოდგენის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადთან ერთად წარუდგინოს საბანკო გარანტია, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში - წინასამშენებლო გარანტია). ამასთან, წინასამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. წინასამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.“.

3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია უნდა აკმაყოფილებდეს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი