დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარებების დაწესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.017910 |
289
14/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
280120000.10.003.017910
ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარებების დაწესების შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარებების დაწესების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დაწესდეს ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 400 (ოთხასი) ლარის და ომში დაღუპულთა თითოეული მარჩენალდაკარგულისათვის 200 (ორასი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემა უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) სახელმწიფო სოციალური შინაარსის ფულადი გასაცემლების გაცემაზე/დარიგებაზე მომსახურე შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული სიის საფუძველზე. სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს მონაცემების შედარებას სსიპ ‑ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებულ ბაზასთან, 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცოცხლად მყოფ პირთა დაზუსტებისა და ამ პირებზე სოციალური დახმარების გაცემის მიზნით.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული „სოციალური დახმარებების“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 02 02) ასიგნებიდან. |
| მუხლი 4 |
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა არა უგვიანეს 2014 წლის 1 მაისისა:
ა) სააგენტოს მიაწოდოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებული (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულების სახელობითი მონაცემები; ბ) ქ. თბილისის მერიას მიაწოდოს შესაბამისი სახელობითი მონაცემები ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულების შესახებ. |
| მუხლი 5 |
ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის 400 (ოთხასი) ლარის და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულებისათვის 200 (ორასი) ლარის ფულადი დახმარების მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გაცემა. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 14 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები