„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/04/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016118
9
11/04/2014
ვებგვერდი, 16/04/2014
010250020.35.139.016118
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2014 წლის 11 აპრილი

ქ. ბორჯომი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №36 დადგენილებაში (ვებგვერდი, 30.12.2013წ., სარეგ. კოდი: 010250020.35.139.016109).
1. დადგენილებით დამტკიცებული – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-5 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, თვითმმართველი ერთეული აცხადებს ტენდერს შესასრულებელი სამუშაოს შესყიდვაზე და აფორმებს სამმხრივ ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და ამხანაგობასთან.

2. ამხანაგობა ვალდებულია, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ჩაურიცხოს თანადაფინანსებით გათვალისწინებული თანხა წინასწარ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მონაწილეობა მიიღოს შესრულებული სამუშაოს თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაში.“.

2. წესის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამხანაგობის თანამონაწილეობის წილის პროცენტული ოდენობის გამოანგარიშება მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე