„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016151
6
14/04/2014
ვებგვერდი, 16/04/2014
190020020.35.158.016151
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2014 წლის 14 აპრილი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით (ვებგვერდი, 20. 01. 2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016146) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

მუხლი 1
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-6 მუხლის  მე-2 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ზემოთ ჩამოთვლილი  სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, დახმარებას ყოველთვიურად მიიღებენ 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით  (2014 წლის 01 აპრილიდან 01 აგვისტომდე  და  01  სექტემბრიდან 31  დეკემბრამდე)’’.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-6 მუხლს დაემატოს 2I  პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2I. წარჩინებულ სტუნდეტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში (რომელთა სარეიტინგო ქულა არის  80-დან 100-მდე) დაფინანსდებიან  ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით   (2014 წლის 01  აპრილიდან  01 აგვისტმდე  და  01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე)’’.

 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-14 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,14. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება.

1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება  გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით თითოეულ დაავადებულზე.

2. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

3. ანაზღაურება  მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო   ანგარიშზე.

4. პაციენტის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარეჯონი ხეცურიანი