„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 11/04/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016167
14
11/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
040030000.32.057.016167
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №14

2014 წლის 11 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, 165, 17/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 167 საშტატო ერთეულით.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „აჭარის სატყეო სააგენტოს დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთ­ხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისათვის. ენტომომავნებლებისა და ფიტოდაავადებებისაგან ტყის დაცვა.“;

ბ) მე-10 მუხლის  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური;“;

გ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ო) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეო­ბ­რი­ვი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების მიზნით წინადადებებისა და  პროგრამების შემუშავება;“;

დ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

     „პ) ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის პროექტის მომზადება ან/და პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობა-მოწყობა, ასევე არსებული გზების შეკეთებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოთა განხორციელება.“;

ე) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

     „კ)  სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მანქანა - მექანიზმების აღრიცხვა - მოვლის და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, სააგენტოს მექანიზატორებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა.“;

ვ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფლება­მო­სილებაა:

ა)  ტყის ფონდში ფიტოსანიტარული კონტროლისა და ფიტოსანიტარული მონი­ტო–რინგის განხორციელება;

ბ) ტყის ფონდში მავნებელ-დაავადებების გავრცელების არეალისა და ინტენსივობის დადგენა, GPS - კოორდინატებისა და ტყის ტაქსაციური მაჩვენებლების ჩვენებით;

გ) ტყის მცენარეულობის მავნებლების (მწერები, ტკიპები, ნემატოდები და სხვა) და დაავადებების გამომწვევი პათოგენების (სოკოების, ბაქტერიების, ვირუსების და სხვა) სახეობრივი შემადგენლობის დადგენა, მათი სიმპტომების აღწერა და ბიოლოგიის ძირითადი თავისებურებების შესწავლა საველე და ლაბორატორიულ პირობებში;

დ) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებლების და დაავადებების კერების გამოვლენა, მათი მასობრივი გავრცელება-განვითარების და მოსალოდნელი ზიანის პროგნოზირება;

ე) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებელ - დაავადებების მასობრივი გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება, ლოკალიზაცია და მათი კერების ლიკვიდაციის განხორციელება;

ვ) ტყის მცენარეულობის საშიში მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ეკოლოგიურად უსაფრთხო, მეცნიერულად დასაბუთებული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;

ზ) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახე­ობ­რივი შემადგენლობის გაუმჯობესების, მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

თ) ტყის დაცვის მიზნით განხორციელებულ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტ­რო­ლის ორგანიზება;

ი) მავნებელ-დაავადებებისაგან გამოწვეული გამხმარი კორომების გამოვლენა, რომელიც ხანძრის გაჩენის საფრთხეს წარმოადგენს;

კ) ხანძარსაშიში ტყის უბნების გამოვლენა;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე