დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.133.016101 |
|
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2013 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.133.016095) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ხელვაჩაურიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13 644 980 ლარის ოდენობით
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11 896 449 ლარის ოდენობით
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 078 301 ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10 474 705 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8 237 217 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8 242 217 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 5000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 18 716 922 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -5 066 942 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 3 717 ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული და კულტურული პროგრამები |
სპორტულ და კულტურულ პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 13.
პრემიები |
2014 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციის მუშაკებზე პრემიების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 14.
პასუხისმგებლობა |
2014 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
თავი II
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.2 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 02) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენა, აგრეთვე სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. 2014 წელს დაგეგმილია შიდა სასოფლო გზების მოწყობა რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვის ღონისძიება. 2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგლებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის- 813 წერტის ექსპლოატაცია, 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამულიკოდი 03 03 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. პროგრამის შესაბამისად გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. დაგეგმილია ახალი (120 ცალი რკინის 0.8 კუბ/მ ტევადობის) ნაგავსაყრელი კონტეინერების შეკეთება, რაც გააუმჯობესებს ხელვაჩაურის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.3 წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 03) მუნიციპალური მომსახურეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ ხელვაჩაურის გამწვანებისა და დასუფთავების სამსახური რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. სულ მუნიციპალიტეტში 36-აუზია 1500კმ მაგისტრალის ოდენობით რასაც საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 04) დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, სახლების ეზოების მოასფალტების, სკვერების მოწყობის სამუშაოები. განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 საცხოვრებელი ბინების გადახურვის ამახანაგობის მხარდამჭერი პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 04 01) პროგრამით გათვალისწინებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, გაგრძელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. ამხანაგობები მოსახლეობის თანადაფინანსების პრინციპით განახორციელებენ სადარბაზოების კეთილმოწყობას, და 18 - მრავალბინიანი სახლის სახურავის გადახურვას, ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას. 2.4 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, რეგისტრაციის, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 05) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. აუცილებელია სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.5 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 04 02) სოფლების მოსახლეობის მიერ სასოფლო კრებებზე მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრა, პროექტების მომზადება და მათი განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი ღონისძიებები. მიმდინარე წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინრბულია 1332903ლარი, მათ შორის დაგეგმილია სოფლებში გზების მზაბეტონით მოწყობა 31კმ., მანზილზე, 8-გარე განათების მოწყობა, ორი ატარქციონის შეძენა, სასმელი წყლის პოლიეთილენის მილების შეძენა და სასაფლაოს შემოღობვა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) 2011 წლიდან ხელვაჩაურის საბავშვო ბაღები გადავიდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, UNICEF-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ლიტერატურაზე: ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები და სკოლამდელი განათლების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის დანერგვისათვის ყველა საბავშვო ბაღში დაემატა შტატი ინგლისური ენის პედაგოგი, ლოგოპედი და ფსიქოლოგი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1100-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ადმინისტრაციისა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს შენდება ორი ახალი ბაღი ისეთ თემებში სადაც თემის ისტორიის მანძილზე ბაღი არ არსებობდა, ეს არის მაღალმთიანი სოფელი ჩიქუნეთი და სასაზღვრო სოფელი კირნათი თურქეთის რესპუბლიკასთან. 3.2 სკოლების ხელშეწყობის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 04 02) 2005 წლიდან მუნიციპალიტეტი ახორციელებს დაწყებითი სკოლების რეაბილიტაციას და დღემდე რეაბილიტირებულია 36 დაწყებითი სკოლა 2014 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მახინჯაურის დაწყებითი სკოლის რემონტი რაც ხელს შეუწყობს სკოლაში მასწავლებელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას და აღსაზრდელთა სწავლის, განათლების და ჯამრთელობის დაცვისათვის სათანადო პირობებს. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციებისდა კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2014 წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
4.1.1 ააიპ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03 01) ხელვაჩაურის სპორტული სკოლა, სადაც 410 სპორტსმენია დაკავებული, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. პროგრამის ფარგლებში 2014 წელს გაგრძელდება ხელვაჩაურის სპორტული სკოლის დაფინანსება. უზრუნველყოფილი იქნება სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობები და გაგრძელდება ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა-წახალისება. სკოლაში მომზადებას გადის სხვადასხვა ასაკის ჯგუფები სპორტის 9 სახეობაში.(ფეხბურთის ჯგუფში-94 ბავშვი; კიკბოქსინგის ჯგუფში- 10; თავისუფალ ჭიდაობაში -58; ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში -90; ქართულ ჭიდაობაში -10; მშვილდოსნობაში -34; ძიუდოში -34; ძალოსნობაში -28; ხელბურთში -15;) სპორტსმენების და მწვრთნელების დაფინანსება ხორციელდება სუბსიდიით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ყველა სპორტსმენი განათლებას იღებს გადასახადის გარეშე. ჩამოყალიბებულია ფეხბურთის გუნდი „მაჭახელა“. 2012 წელს სასპორტო სკოლას დაემატა ახალი ჯგუფები ჭადრაკისა და რაგბის გუნდის ჩამოყალიბებისათვის; 4.1.2. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება,შპს საფეხბურთო კლუბ მაჭახელას მხარდაჭერის ღონისძიება(პროგრამული კოდი05 03 04) ითვალისწინებს მხარდაჭერის ფარგლებში საფეხბურთო კლუბის დაფინანსებას.კერძოდ ფეხბურთელთა ტრანსპორტირების დაფინანსებას, სხვადასხვა ინვენტარისა და უნიფორმის შეძენას. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი05 01 01) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 3 მუსიკალური სკოლა, სადაც ფორტეპიანოს ერთად სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებზე დაკვრას ეუფლება 300-მდე მოსწავლე; თითოეული მოსწავლის სწავლის საფასური წლიურად 50 ლარით განისაზღვრება, რომელიც სამუსიკო სკოლის კომუნალური ხარჯებისათვის არის გათვლილი, ხოლო ადმინისტრაციისა და პედაგოგების ხელფასს აფინანსებს ადგილობრივი ბიუჯეტი. სამუსიკო სკოლაში სწავლის ხანგძლივობა 6 წლით განისაზღვრება, რომლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა შესაბამისი ხარისხის დამამთავრებელი მოწმობა. 4.2.2 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი, სანახაობრივი და ტრადიციული ღონისძიებები. ისეთი კულტურული ღონისძიებები როგორიცაა დედისა და ქალთა დღე; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიები, საბავშვო სიმღერების კონკურსი ,,ცეროდენა”, ინტელექტუალური კონკურსი ,,ყველაზე ჭკვიანი”, სახალხო დღესასწაულები ,,კოლხობა” და ,,მაჭახლობა” და სხვ. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
4.2.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები). 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობების შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური დაკომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. მოსახლეობის მაღალიხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 5.1 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1.1 ეპილეპსიით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 01) ეპილეფსია ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით. დროული მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე დაავადება იწვევს ინვალიდობას. ეპილეფსიით დაავადებული პირები საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომელთა რეგულარული შეძენის საშუალება ხშირ შემთხვევაში ოჯახებს არ გააჩნიათ, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების გამწვავება და ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესება. პროგრამა ითვალისწინებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქრონიკულად პროგრესირებად პირთა დაავადებების მედიკამენტოზურ დახმარებას, კერძოდ მედიკამენტებით უზრუნველყოფას. 5.1.2 მაჭახლის თემის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელშეწყობის პროგრამა(პროგრამული კოდი 06 01 02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის თემის 10 სოფელში 3000-ზე მეტ მოსახლეზე ამბულატორიული გამოძახების ტრანსპორტის ხარჯით უზრუნველყოფა, სასწრაფო–სამედიცინო დახმარება, როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში მძიმე ავადმყოფების გადაყვანის უზრუნველყოფა ცენტრალურ სამედიცინო დაწესებულებაში. 5.2.3 პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამა.(პროგრამული კოდი 06 01 03) პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს ჯამრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ კომპონენტს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა თემში მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას უწევს სერთიფიცირებული ოჯახის ექიმი და ექთანი. მათი უმეტესობა მუშაობს დონორი ორგანიზაციების მიერ რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. 2014 წლიდან მომსახურება დაფინასდება ა.ა. რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში. პჯდ ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობას ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა კომუნალური ხარჯების სუბსიდირებით, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით. პაციენტის უზრუნველსაყოფად ექიმის ჩანთის ყოველთვიური შევსებით. 5.2.4 დიალეზით მოსარგებლე პირთა ტრანპორტირების ხარჯით უზრურუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 05) თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯამრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება ხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამით. პროგრამაში ჩართულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 31 პირი. სამკურნალო სეანსები უტარდებათ ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოსა და შპს ,,ვიავიტა”-ში. პროგრამით დაფინანსებულია ყოველთვიურად 13 სეანსი. სეანსების ჩატარება მკაცრად რეგლამენტირებულია. მკურნალობის რეჟიმის დარღვევა ჯამრთელობის გაუარესების რისკის შემცველია. სისტემატიური გადაადგილების აუცილებლობა კიდევ უფრო ამძიმებს ოჯახების მდგომარეობას და ჯამრთელობის პრობლემის პარალელურად უქმნის მათ დამატებით ფინანსურ სიძნელეებს. აქედან გამომდინარე პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციართა და მათი დამხმარე პირებისათვის ტრანსპორტირების თანხით უზრუნველყოფას. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. „უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტში აღნიშნულ კატეგორიისათვის ფუნქციონირებს ორი უფასო სასადილო. პროგრამა ითვალისწინებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 21 ბენეფიციარის ცხელი საკვებით უზრუნველყოფას დღეში ერჯერადად კვირაში 7 დღის განმავლობაში. 5.2.2 ომის მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამა ითვალისწინებს უკვდავყოფის და სადღესასწაულო დღეების ორგანიზებას, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას _ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების მიზნით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე 9 მაისთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 100 ლარის ოდენობით და ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე 27 სექტემბერთან დაკავშირებით თითოეულზე 100 ლარი დახმარება, მემორიალის შემკობა 16 თებერვალი, 9 მაისი, 26 მაისი, 7 აგვისტო. 27 სექტემბერი, მემორიალთან მუდმივი ცეცხლისათვის ბუნებრივი აირის გადასახადი. 5.2.3 მრავალშვილიანი დედების (ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას) ერჯერადი მატერიალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 03) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთერთი შემადგენელი ნაწილია. მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური სტიმულირების მიზნით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამის ფარგლებში 2014 წელს, წინა წლებისაგან განსხვავებით, გათვალისწინებულია: მე-3 შვილის დაბადებაზე 500 ლარი, მე-4 შვილის დაბადებაზე 700 ლარი, მე-5 და მომდევნო შვილის დაბადებაზე 900 ლარი. 5.2.4. მრავალშვილიანი და დედმამით ობოლ ბავშთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (36 ოჯახი) ერთჯერადმატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით. 5.2.5 0-დან 70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ოჯახის წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გარდაცვლილთა დაკრძალვისათვის დახმარების გაწევა. დახმარების თანხა თითოეულ გარდაცვლილზე შეადგენს 300 ლარს. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ხელვაჩაურისს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები