დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.131.016118 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებით (სსმ 28.03.2011 წ.) დამტკიცებულ №1 დანართში, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან
ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა |
ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1. მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიღების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას. |
მუხლი 2.
მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი |
1. მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტებია:
ა) ახალი მშენებლობა; ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთი ცვლილება, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. 2. მშენებლობის ნებართვის გაცემას არ ექვემდებარება: ა) არსებული შენობა-ნაგებობის რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება, აღჭურვა; ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №11 დადგენილებით განსაზღვრული I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობები. |
მუხლი 3.
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი |
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მშენებარე ობიექტთა განაშენიანების ფართი. |
მუხლი 4.
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელი |
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელები არიან ამ ინსტრუქციის მეორე მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. |
მუხლი 5.
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი |
1. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი მტკიცდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელის განაკვეთი განისაზღვრება: ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 (ხუთი) ლარის ოდენობით. |
მუხლი 6.
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გაანგარიშების წესი |
1. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრებში) გამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გაანგარიშებას და მის გადახდაზე კონტროლს ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური. |
მუხლი 7.
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები |
,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გადასახადისაგან სრულად გათავისუფლდნენ სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური პირები, აგრეთვე სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსახორციელებელ მშენებლობებზე ნებართვის მაძიებელნი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები