დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სიციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280100000.35.137.016103 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტისა, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში, კერძოდ :
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, ა) ოჯახი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში.” მე-3 მუხლის მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა კვების პროდუქტების შესყიდვის სახით - ერთ სულიან ოჯახზე 50 (ორმოცდაათი) ლარის, ორ სულიან ოჯახზე 70 (სამოცდაათი) ლარის და სამ და მეტ სულიან ოჯახზე 100 (ასი) ლარის ღირებულებით.“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ომის მონაწილის წარმომადგენელმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილთან კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ომის მონაწილის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) გარდაცვლილის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი ( ომის მონაწილის სტატუსით); ვ) ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან, რომ გარდაცვლილს კრძალავს ან დაკრძალა განმცხადებელმა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები