დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1093 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1093
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო), „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ამ კანონით სამინისტროსათვის „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში მყარი ნარჩენების მართვა“ (პროგრამული კოდი – 25 03 12) (ეკონომიკური კლასიფიკაციით – ფინანსური აქტივების ზრდა) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებული 750.0 ათასი (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ (შემდგომში – კომპანია) გადარიცხვა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან.
3. სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალის გაზრდა 750.0 ათასი (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარით.
4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები