2010 წლის 1 ოქტომბრის მემორანდუმთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

  • Word
2010 წლის 1 ოქტომბრის მემორანდუმთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1086
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1086
08/06/2012
გამოუქვეყნებელი, 08/06/2012
000000000.00.00.000000
2010 წლის 1 ოქტომბრის მემორანდუმთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 1086

2012 წლის 8 ივნისი

. თბილისი

2010 წლის 1 ოქტომბრის მემორანდუმთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს, წარ­მოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სა­მინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და, მეორე მხრივ, სს  „თელასს“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი „აქცი­ე­ბ­ის შეძენის შესახებ“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელ­შეკ­რულების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს მიერ სს „თე­ლ­ა­სის“ ახლადემიტირებული 7,673,054 ცალი ჩვეულებრივი აქციის შესყ­იდ­ვა  განხორციელდეს „2010 წლის 1 ოქტომბრის მემორანდუმთან დაკავ­ში­რ­ებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2536 განკარგულების შესაბამისად,  „ინსტიტუციონალურ ვა­ლებზე“ (რომლის ჯამური ოდენობა 2011 წლის 1 დეკემბრის მდგო­მა­რე­ობით, აუდიტორული კომპანია „Ernst & Young“-ის 2011 წლის 19 დე­კ­ე­მ­ბრის აუდიტორული დასკვნის მიხედვით შეადგენს 257,170,650 (ორას ორ­მოცდაჩვიდმეტი მილიონ ას სამოცდაათი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარს) მოთხოვნის უფლებების სს „თელასისთვის“ გადაცემის გზით, „2010 წლის 1 ოქტომბრის მემორანდუმთან დაკავშირებული ღონის­ძი­ებ­ე­ბ­ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2536 გან­კარგულებით გათვალისწინებული სამართლიანი ღირებულებით – 7,673,054 ლარის ოდენობით.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შეს­ა­ბ­ამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნის­ტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნის­ტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიენიჭოთ უფლე­ბა­მ­ო­სილება, რათა საქართველოს სახელმწიფოს სახელით ხელი მოაწერონ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას.

პრემიერ-მინისტრი                                                           ნ . გილაური