„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 10/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016084
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
10/04/2014
ვებგვერდი, 15/04/2014
300280020.16.009.016084
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/04/2014 - 03/07/2014)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №8

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე,  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №65, 15.06.2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.020.16.009.008.604) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციით 11 პუნქტი:

„11. შპს „ენერგოტრანსისათვის“ დამტკიცდეს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ქვესადგურების საკუთარი მოხმარება) შემდეგი სიდიდეები პროცენტებში:

ა) საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ყველა ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (სალტეებიდან გაშვება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული გაშვებიდან:

–         500 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,23 %;

–        400 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,4 %.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის დადგენილი 0,4 % ოდენობის დანაკარგი გამოიყენება მხოლოდ  შპს „ენერგოტრანსის“ 400 კვ–იანი ქსელით (ეგხ „მესხეთი“ + ახალციხის ქვესადგური მუდმივი დენის ჩანართით)  ელექტროენერგიის იმპორტის  განხორციელებისას.

ბ) ელექტროენერგიის ექსპორტის ან/და ტრანზიტის განხორციელებისას, შპს „ენერგოტრანსის“ 400 კვ ძაბვის ქსელში სრული მიღებიდან:

–         400 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3,55 %.”

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი