დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 280 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017900 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, №54, 25/05/2004) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები:
„პ1) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტის მოთხოვნა-მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით გამოძახება; შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების კანონშესაბამისი მოთხოვნის, მითითების ან დავალების შეუსრულებლობა სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; პ2) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, სამინისტროს სისტემის თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობის მოთხოვნა, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით სარგებლობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები