დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/267 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.22.055.016040 |
|
„სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №01/129 ბრძანებაში (ვებგვერდი, 20/06/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010330000.22.055.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) მის მიერ გაწრთვნილმა სპორტსმენმა დაიკავა სულ მცირე მე-6 ადგილი მაინც, ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სულ მცირე მე-3 ადგილი მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ან ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე; ა.ბ) მის მიერ გაწვრთნილმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე (დიდებში, ახალგაზრდებში, ჭაბუკებში);
ა.გ) მის მიერ გაწვრთნილმა არანაკლებ ორმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატზე (დიდებში, ახალგაზრდებში, ჭაბუკებში)“. 5. ბრძანების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) რომლებმაც აღზარდეს წარმატებული სპორტსმენები სპორტის ეროვნულ სახეობებსა და იმ სახეობებში, რომლებშიც არ ტარდება ამ ბრძანების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შეჯიბრებები“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები