დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) და UniCredit Bank Austria AG ს შორის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობის დაფინანსების მიზნით საკრედიტო ხელშეკრულების დადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1082 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1082
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) და UniCredit Bank Austria AG‑ს შორის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობის დაფინანსების მიზნით საკრედიტო ხელშეკრულების დადების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) და UniCredit Bank Austria AG‑ს შორის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობის დაფინანსების მიზნით დასადები საკრედიტო ხელშეკრულება (10 ,930,000 ევრო).
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) და UniCredit Bank Austria AG‑ს შორის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობის დაფინანსების მიზნით 10,930,000 ევროს ოდენობის საკრედიტო ხელშეკრულების დადების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები