სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1069
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1069
08/06/2012
გამოუქვეყნებელი, 08/06/2012
000000000.00.00.000000
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 1069

2012 წლის 8 ივნისი

. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სა­მინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სა­მარ­თ­ლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითა­რე­ბის ფონდმა უზრუნველყოს:

) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი „Support to Georgia IDP’s action plan:2009 part III“ ხელშეკრულების შესაბამისად გამო­ყოფილი მე-3 ტრანშის ფარგლებში ქ. ფოთის მალთაყვის მუნიციპალი­ტეტში, იძუ­ლებით გადაადგილებულ პირთა 30‑სახლიანი საცხოვრებელი უბნის მიმ­დებარე ტერიტორიაზე 7 (შვიდი) ხუთსართულიანი, მრავალ­ბი­ნიანი სახ­ლის მშენებლობისათვის საჭირო შესაბამისი საძიებო-კვლევი­თი (ტოპოგ­რაფია, გეოლოგია) სამუშაოებისა და აღნიშნული სახლების კონკ­რეტულ ტე­რიტორიაზე მიბმის (ფუნდამენტების დაზუსტების), ტერი­ტო­რიის კე­თილ­მოწყობისა და გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურის (გზები, წყალ­სა­დენ-კანალიზაცია, ელმომარაგება) დეტალური პროექტის საკონ­სულ­ტაციო (საპროექტო) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;  

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიე­ბის დაფინანსება საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ საქართველოს კანონით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინ­ფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუ­ჯე­ტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქ­ტი­ვების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ სა­ქარ­თველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების (პროგრამული კოდი 25 03 01) მუხ­ლით განსაზღვრული ასიგნებებიდან;

) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,სა­ხელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისადამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტი­ვე­ბული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ. გილაური