დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1067 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1067
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად, ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე საბაგირო გზის აღჭურვილობის მიწოდების, მონტაჟის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და გაშვებისათვის:
1. მოწონებულ იქნეს შპს „Goderdzi Resorts“-სა და „DOPPELMAYR Seilbahnen GmbH“-ს შორის საბაგირო გზის აღჭურვილობის მიწოდების, მონტაჟის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და გაშვების შესახებ გასაფორმებელი შესყიდვების კონტრაქტის პროექტი.
2. შპს „Goderdzi Resorts“-მა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე საბაგირო გზის აღჭურვილობის მიწოდების, მონტაჟის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და გაშვების სახელმწიფო შესყიდვა განახორ ციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1 0 9 30 000 (ათი მილიონ ცხრაას ოცდაათი ათასი) ევროს ღირებულებით .
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ ვრცელდება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „ გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენ დერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით, აგრეთვე მე-20 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული დებულებები.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს ავსტრიის რესპუბლიკიდან მისაღები შეღავათიანი სესხის ( Soft Loan) ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები