დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისთვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1056 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1056
2012 წლის5 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისთვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განისაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არა უმეტეს 40%‑ისა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები