დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და სსიპ – „სმართ ლოჯიქისთვის“ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1050 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1050
2012 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და სსიპ – „სმართ ლოჯიქისთვის“ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და სსიპ – „სმართ ლოჯიქისთვის“ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2586 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ – „სმართ ლოჯიქის“ და სსიპ – სტრატეგიული განვითარების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ – „სმართ ლოჯიქის“ და სსიპ – სტრატეგიული განვითარების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე.“;
გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს 35 ერთეულით;“;
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოზე, სსიპ – „სმართ ლოჯიქსა“ და სსიპ – სტრატეგიული განვითარების სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეთ თანხმობა, რომ 2012 წლისათვის:
ა) სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 5 800 ლარით, ხოლო დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო – 2 522 ლარით;
ბ) სსიპ – „სმართ ლოჯიქის“ ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 5 800 ლარით, ხოლო დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო – 2 062 ლარით;
გ) სსიპ – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 6 250 ლარით, ხოლო დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო – 1 981 ლარით.“.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები